საგნობრივი ანგარიში


2015-2016 წლის საგნობრივი ანგარიში
I სემესტრის ანგარიში
მოგახსენებთ,  რომ  ვასწავლი  რუსულ  ენას  V-ა,  V-ბ,  V-გ,  VI-ა,  VI-ბ,  VI-გ,  VII-ა,  VII-გ  და VIII-გ  კლასებს.  მთელი  სემესტრის  განმავლობაში  ვცდილობდი  აქტიურად  ვყოფილიყავი  ჩართული  სასწავლო  პროცესში,  დამენერგა  სიახლეები  და  მემუშავა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მიხედვით.  ჩატარებული  მაქვს  ყველა  შემაჯამებელი  სამუშაოები  ყველა  კლასში.  შემუშავებული  მაქვს  ინდივიდუალური  სასწავლო  გეგმები  სსსმ  მოსწავლეებისთვის.
       V-ა  კლასში  მოსწავლეთა  ცოდნის  დონე  მაღალია,  ბავშვებმა  აითვისეს  მოცემული  მასალა,  რომელთა  უპირველესი  ამოცანა  იყო  ანბანის  შესწავლა,  ასოების  ხელნაწერი  შრიფტით  გამოწერა  და  ბეჭდური  ასოების  წაკითხვა,  აგრეთვე  ხმოვნებისა  და  თანხმოვნების  გარჩევა,  ყველა  გარკვეული  ლექსიკური  ერთეულების  დამახსოვრება  ნასწავლ  ასო-ბგერებზე. 
       11-სექტემბერს  ჩავატარე  ღია  გაკვეთილი  ისტ-ის  გამოყენებით,  რაც  ბავშვებისათვის  ძალიან  საინტერესო  და  სახალისო  აღმოჩნდა.  მოსწავლეებმა  ანბანის  შესწავლის  შემდეგ  გააკეთეს  რამოდენიმე  პლაკატი  -  ,,ანბანი’’.  სემესტრის  ბოლოს  ბევრი  მოსწავლე  მაღალ  ქულაზეა  შეფასებული
16 მოსწ. - 10ქულით       7 მოსწ. – 9ქულით       5 მოსწ. – 8 ქულით.
       მეორე  სემესტრში  მიზნად  ვისახავთ  ასეთივე  მონდომებით  შეისწავლონ  ბავშვებმა  მეტყველების  ნაწილები  და  უფრო  მეტად  საინტერესო  გავხადო  სასწავლო  პროცესი.
     V-ბ  კლასში  ცოდნის  დონე საშუალოზე მაღალია,  მოსწავლეები  სწავლის  პროცესში   აქტიურები  არიან.  გავიარეთ  ანბანი  და   ვსწავლობთ  გამართულ  კითხვას.  ამ  კლასშიც  მოსწავლეებმა  გააკეთეს  და  შექმნეს  ,,ანბანი“,  რომელიც  განათავსეს  საკლასო  ოთახში.  ამ  კლასში  გვყავს  სსსმ  მოსწავლე - შიკო  ალოევი. მასთან  ვმუშაობ  წინასწარ  შედგენილი  ინდივიდუალური  სასწავლო  გეგმის  მიხედვით.  რამოდენიმე  მოსწავლე  ასევე  გადის  მაღალ  ქულაზე  და  აქვთ  მაღალი  აკადემიური  მოსწრება.
      V-გ  კლასში  ცოდნის  დონე  დაბალია,  ამ  კლასშიც  არის  სსსმ  მოსწავლე - თორნიკე  ცუცქირიძე.  დაბალი  ცოდნის  დონის  მიუხედავად  მოსწავლეები  არიან  მონდომებულები  და  გეგმავენ  უფრო  იაქტიურონ  II- სემესტრში  და  ჩაებან  სასწავლო  პროცესში.  ამ  კლასის  მოსწავლეებმა  სხვა  კლასების  მსგავსად  გააკეთეს  პლაკატი  ,,ანბანი“.
      VI-ა  კლასში  ცოდნის  დონე  მაღალია.   კლასი  ყოველთვის  მოწესრიგებულია  და  ხალისიანია,  მოსწავლეებს  აქვთ  მაღალი  პასუხისმგებლობის  გრძნობა  და  მოდიან  მომზადებულები.  ამოვწურეთ  ესგ-ით  გათვალისწინებული  მასალა.  მოსწავლეები  კარგად  აზროვნებენ,  თავისუფლად  შეუძლიათ  გაიგონ  წაკითხულის  შინაარსი,  ხშირად  მივმართავთ  რუბრიკას  ,,ვენის  დიაგრამა“,   ,,გონებრივი  იერიში“  დ.ა.შ.   მოსწავლეები  გრამატიკული  მასალის  დამახსოვრების  მიზნით  აკეთებენ  ჩანახაზებს  და  სქემებს.
      VI-ბ  კლასში  ცოდნის  დონე  მაღალია,  შეუძლიათ  დამოუკიდებლად  მუშაობა  და  აქვთ  კარგი  აზროვნების  უნარი.  მოსწავლეებმა  გააკეთეს  კედლის  გაზეთი  ,,უძველესი  დროის  პოლიგლოტები“.მომავალში ვგეგმავთ  პრეზენტაციას.
      VI-გ  კლასში  ცოდნის  დონე  დაბალია,  ხშირად  არიან  მოუმზადებლები  და  უჭირთ  წერა-კითხვა. პასუხისმგებლობის  გრძნობა  აქვთ  დაბალი  და  არ  არიან  სწავლაზე  ორიენტირებულნი.
      VII-ა  კლასი   მოწესრიგებული  და  ორგანიზებული  კლასია.  მოსწავლეების  უმეტესობას  აინტერესებს  ახალი  საგანი  და  იღებენ  მაღალ  შეფასებასაც.  დავამთავრეთ  ანბანის  შესწავლა  და  გადავედით  თემების  შესწავლაზე.  ძალიან  სუსტი  მოსწავლეები  კლასში  არ  არიან.  II-სემესტრში  ვგეგმავთ  უფრო  აქტიური  და  სახალისო  გაკვეთილების  ჩატარებას.
      VII-გ  კლასში  მოსწავლეთა  ცოდნის  დონე  მაღალია.  მოსწავლეებმა  კარგად  აითვისეს  ანბანი  და  სწავლობენ  წერა-კითხვას.  მათ  როგორც  ყველა  მე-5  და  
მე-7კლასებმა  ასევე  გააკეთეს  კედლის  გაზეთი  - ,,ანბანი“.

      VIII-გ  კლასში  მოსწავლეთა  ცოდნის  დონე  საშუალოა,  მათგან  გამოირჩევა  რამოდენიმე  მოსწავლე  აქტიურობით,  თუმცა  ყველა  მოსწავლის  შეფასება  დამაკმაყოფილებელია.  II-სემესტრში  ვგეგმავთ  პრეზენტაციის  ჩატარებას.
მეორე სემესტრის ანგარიში

მეორე სემესტრის საგნობრივი ანგარიში

2015-2016 წლის ანგარიში

ნიშნების ცხრილი
2016-2017სასწ.წლის I სემესტრის ანგარიში
ნიშნების ცხრილი
2016-2017 სასწ.წლის II სემესტრის ანგარიში
2017-2018 სასწავლო წლის ანგარიში

No comments:

Post a Comment